ლევან მაჭავარიანი - ფაქტების დონეზეა გაშიფრული, დიდი ბრიტანეთის ელჩს რამდენჯერ აქვს ვენის კონვენცია დარღვეული, როგორ ერევა შიდა საქმეებში, რამდენი უსამართლო განცხადება აქვს გაკეთებული
ლევან მაჭავარიანი - ფაქტების დონეზეა გაშიფრული, დიდი ბრიტანეთის ელჩს რამდენჯერ აქვს ვენის კონვენცია დარღვეული, როგორ ერევა შიდა საქმეებში, რამდენი უსამართლო განცხადება აქვს გაკეთებული

ფაქტების დონეზეა გაშიფრული, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს რამდენჯერ აქვს ვენის კონვენცია დარღვეული, როგორ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში და რამდენი უსამართლო განცხადება აქვს გაკეთებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ევრობიუროკრატებს უსამართლო რეაქციები აქვთ.

„მსგავსი რიტორიკა მას შემდეგ გვესმის, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, რადგან ომში მონაწილეობისთვის ვერ გამოგვიყენეს. სწორედ ამიტომ აქვთ უსამართლო რეაქციები ევრობიუროკრატებს. ახლა იგივე ხდება დიდი ბრიტანეთის მხრიდან. ფაქტების დონეზეა გაშიფრული, რამდენჯერ აქვს ვენის კონვენცია დარღვეული საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს. ვხედავთ, როგორ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში და რამდენი უსამართლო განცხადება აქვს გაკეთებული. ჰაერზე როცა გვესაუბრებიან და ბრალდებები ჰაერიდან მოაქვთ, ჩვენ პირდაპირ ფაქტებით ვასაბუთებთ იმას, რის გამოც მათ ვაკრიტიკებთ. ჩვენ შორის სწორედ ეს არის განსხვავება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.