ლევან მაჭავარიანი - თავისუფალი ქვეყანაა და ადამიანს ვერ დაავალდებულებ, იშიმშილოს ან საკვების მიღება დაიწყოს, ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული, ეს მათი არჩევანია
თავისუფალი ქვეყანაა და ადამიანს ვერ დაავალდებულებ, იშიმშილოს ან საკვების მიღება დაიწყოს, ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული, ეს მათი არჩევანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, შიმშილობის დაწყების მიზანი, სავარაუდოდ, უკავშირდება იმას, რომ მომხრეების თვალში გმირად წარმოჩნდე.
„ძალიან სამწუხაროა შიმშილობა, როგორ უნდა იყოს მოსაწონი? არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ეს ადამიანი, როგორი ოპონენტიც უნდა იყოს ჩვენთვის და როგორ მტრადაც უნდა მივიჩნევდეთ ქვეყნისთვის. თავისუფალი ქვეყანაა, ადამიანს ვერ დაავალდებულებ, იშიმშილოს და ვერც იმას, საკვების მიღება დაიწყოს, ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული, ეს მათი არჩევანია. ძალიან სამწუხაროა, ვისურვებდით, საკვების მიღება დაიწყოს, თუმცა ვერ დავაძალებთ. შიმშილობით უფრო მეტი ყურადღების მიპყრობა, სავარაუდოდ, ამოცანაა, მომხრეების თვალში გმირად წარმოჩნდე და ა.შ. არ მინდა, ამაზე მძაფრი კომენტარი გავაკეთო, ვინაიდან არ არის ეს მარტივი მდგომარეობა. თუმცა ვერავის დავავალდებულებთ, საკვების მიღება დაიწყოს ან, პირიქით, იშიმშილოს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.