ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ითამაშებს
ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ითამაშებს

შვედეთის საფეხბურთო ნაკრების დირექტორმა ლარს რიხტმა გამოაცხადა, რომ “ლოს ანჯელეს გელაქსის” ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ ითამაშებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე. ფორვარდმა ეროვნულ ნაკრებში კარიერა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა.

„მე ველაპარაკე ზლატანს სამშაბათს. მან განაცხადა, რომ არ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას ნაკრებში კარიერასთან დაკავშირებით”, – მოჰყავს რიხტის სიტყვები შვედეთის საფეხბურთო კავშირის პრეს-სამსახურს.

შვედეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ კორეასთან, გერმანიასთან და მექსიკასთან ითამაშებს.