„მილანის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „გაძეტა დელო სპორტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
„ჩემთვის მოგება – ნარკოტიკივითაა. რთული ასახსნელია, მაგრამ მსურს მოგება ნებისმიერ ფასად. არ ვიტყუები, როცა ვამბობ, რომ ვარჯიშებზე თამაშების 95 პროცენტი მაქვს მოგებული. ეს იმიტომ, რომ ბოლომდე ვიხარჯები მაშინაც კი, როცა ვვარჯიშობ. როცა ვაგებ, ვბრაზდები.
სკუდეტოს მოგება? ეს იქნებოდა ყველაზე შესანიშნავი მოვლენა მსოფლიოში.
ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი? რონალდო ფენომენალური იყო, ჩემს კერპად მივიჩნევდი, მაგრამ არსებობს მარადონა – ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. ის ერთადერთია, ვინც მე მჯობია“, – ამბობს იბრაჰიმოვიჩი.