შვედეთის ნაკრების ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კოსოვოსთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის შემდეგ, ეროვნულ გუნდში თავის დაბრუნებაზე ილაპარაკა. „მილანის“ 39 წლის ფორვარდმა ორი მატჩი ჩაატარა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
„ვუთხარი თანაგუნდელებს ნაკრებში, რომ გოლები არ მჭირდება, რადგან მე ჩემი გოლები უკვე გავიტანე. ვეხმარები პარტნიორებს, რათა ისინი ჩემს რეკორდს მიუახლოვდნენ.
რაც უფრო დიდი დრო გადის, უფრო მეტად ვეცნობი ბიჭებს როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა. დავბრუნდი ნაკრებში იმისთვის, რომ მაქსიმუმი ვაჩვენო. და მინდა ჩემ მიმართ ისეთივე განწყობა იყოს, როგორც დანარჩენების მიმართ“, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
შვედეთის ნაკრები ორიდან ორი მოგებით ლიდერობს შესარჩევის B ჯგუფს.