ზირკზეს სადებიუტო გოლით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგის ახალი სეზონი მოგებით დაიწყო #1TVSPORT
სტარტი აიღო პრემიერლიგის 2024-25 წლების სეზონმა. პირველი ტურის პირველ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 1:0 დაამარცხა „ფულჰემი“.
გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე ჯოშუა ზირკზემ გაიტანა, რომელიც 61-ე წუთზე შევიდა მოედანზე. ეს „ბოლონიიდან“ 42 მილიონად შეძენილი ნიდერლანდელის სადებიუტო მატჩი იყო „იუნაიტედის“ შემადგენლობაში. ზირკზეს საგოლე გადაცემა ალეხანდრო გარნაჩომ მისცა.