ლონდონში გაგრძელდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი მოქმედ ჩემპიონს მაგნუს კარლსენსა და პრეტენდენტ ფაბიანო კარუანას შორის. გაიმართა მე-11 პარტია და დაფიქსირდა რიგით მე-11 ყაიმი.
თეთრი ფიგურებით ნორვეგიელი დიდოსტატი თამაშობდა. პარტიამ თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და მეტოქეები 55-ე სვლაზე შეთანხმდნენ ყაიმზე.
შეგახსენებთ, რომ წინა 10 პარტიაც ყაიმით დასრულდა და მატჩში ანგარიშია – 5.5:5.5. მე-12 პარტია კვირას გაიმართება. თეთრი ფიგურებით კარუანა ითამაშებს. ეს იქნება კლასიკური ფორმატით მატჩის ბოლო პარტია. მე-12 ყაიმის შემთხვევაში, გაიმართება დამატებითი ოთხი პარტია სწრაფი ჭადრაკის (რაპიდი) წესებით.