საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ სპორტული კარიერა დაასრულა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ორგზის ჩემპიონი მომავალი სეზონიდან კვლავ „გოლდენ სტეიტში“ იმუშავებს.
ზაზა ბიზნესის და კალათბურთის საკითხებში „ვორიორზის“ კონსულტანტი იქნება. შეგახსენებთ, ფაჩულიამ უკანასკნელი სეზონი „დეტროიტ პისტონსში“ გაატარა.