დუაიტ ჰოვარდი, შესაძლოა, „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ შეუერთდეს #1TVSPORT
ამერიკელი ჟურნალისტის, ჯეისონ დუმარსის ინფორმაციით, „გოლდენ სტეიტი“ თანახმაა, თავისუფალი აგენტი დუაიტ ჰოვარდი ახალი სეზონის წინ გუნდში დაიმატოს.
37 წლის კალათბურთელის აყვანის სურვილი „გოლდენ სტეიტის“ მოთამაშეებმაც გამოთქვეს. მალე ჰოვარდი ლოს ანჯელესში გაემგზავრება, სადაც სეზონისთვის ინდივიდუალურად ემზადებიან „უორიორსის“ ვარსკვლავები, კრის პოლი და დრეიმონდ გრინი.
კლუბი ჰოვარდთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას მალე გაავრცელებს და მას NBA-ში არსებულ ვეტერანისთვის განკუთვნილ კონტრაქტს გაუფორმებს.
დუაიტ ჰოვარდი 2004 წელს NBA-ის დრაფტზე პირველ ნომრად „ორლანდო მეჯიქმა“ აირჩია. მან 8-ჯერ ითამაშა ყველა ვარსკვლავის მატჩში, 3-ჯერ ლიგის საუკეთესო დამცველის ტიტული მოიპოვა, ხოლო 5-ჯერ წლის საუკეთესო პირველ გუნდში მოხვდა. ის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი 2020 წელს „ლეიკერსის“ შემადგენლობაში გახდა.