* „მანჩესტერ იუნაიტედმა” ტრავმირებული მარკუს რეშფორდის შემცვლელად ნიგერიის ნაკრების ფორვარდი ოდიონ იგალო დაიმატა. „შანხაი შენხუას” ფეხბურთელი იჯარით სეზონის ბოლომდე ითამაშებს ინგლისურ კლუბში. 30 წლის იგალომ ჩინეთში ჩატარებულ 19 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
* „არსენალმა” „საუთჰემპტონიდან” იჯარით აიყვანა ევროპის 2016 წლის ჩემპიონი სედრიკ სოარეში.
* „ტოტენჰემმა” კვიპროსელი ნახევარმცველი ენტონი გეორგიუ იჯარით „ბოლტონში” გაუშვა.
* „შეფილდ იუნაიტედი” გაძლიერდა „გენკის” ნახევარმცველით სანდერ ბერგეთი. მასში გადაიხადეს 26 მილიონი ევრო, რითაც ის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ნორვეგიელი ფეხბურთელი გახდა. ბერგეს გადასცეს 32-ე ნომერი და გაუფორმას 4.5-წლიანი კონტრაქტი.
* იაპონელი მაია იოშიდა „საუთჰემპტონში” გატარებული 7.5 წლის შემდეგ, „სამპდორიაში” გადავიდა.
* ცენტრალური მცველი რაიან ბენეტი „ვულვერჰემპტონიდან” „ლესტერში” იჯარით გადავიდა. „მელიებს” ექვს მილიონ ევროდ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნებათ.