ზამთრის სატრანსფერო ბაზარი - 30 იანვრის მიმოხილვა
ზამთრის სატრანსფერო ბაზარი - 30 იანვრის მიმოხილვა

შემდგარი ტრანსფერები

* დენის სუარესი არსენალში გადავიდა. მან ჯერ გაახანგრძლივა კონტრაქტი ბარსელონასთან და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა იჯარით ლონდონში. იჯარის ფასი იქნება 2.3 მილიონი ევრო.
* რეალ მადრიდის ყოფილი ფეხბურთელი ხესე როდრიგესი პარი სენ-ჟერმენიდან იჯარით ბეტისში გადავიდა. შარშან, კიკე სეტიენთან მისი გზები ლას-პალმასშიადაიკვეთა.
* სანდრო ვაგნერმა დატოვა ბაიერნი და 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა ტიანძინთან. ჩინეთში ფორვარდის ხელფასი იქნება წელიწადში 7.5 მილიონი ევრო.
* როხერ იბანიესი ფლუმინენსედან ატალანტაში გადავიდა. ცენტრალურ მცველში იტალიელები ოთხ მილიონ ევროს გადაიხდიან.
* რეიმსმა კონტრაქტი გააფორმა ჩელსისა და შალკეს ყოფილ მცველთან აბდულ რაჰმან ბაბასთან.
* მეკარე ემილ აუდერო იუვენტუსიდან სამპდორიაში გადავიდა. გენუელებს ეს ტრანსფერი 14 მილიონი ევრო დაუჯდათ.
* შალკემ გამოაცხადა, რომ რობი მატონდო მანჩესტერ სიტიდან გერმანულ კლუბში გადავიდა. 18 წლის ფორვარდმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მე-14 ნომერი აიღო. მას უკვე ნათამაშები აქვს უელსის ნაკრებში.
* მონაკომ სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანა ნაპოლის ფორვარდი კარლოს ვინისიუსი. ამ ფეხბურთელმა სეზონის პირველი ნახევარი რიუ-ავეში გაატარა.

ჭორები

* ანტონი მარსიალმა ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა მანჩესტერ იუნაიტედთან და „ოლდ ტრაფორდზე“ 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება. ფრანგი კონტრაქტს პარასკევს გააფორმებს.
* რეალ მადრიდი დაინტერესებულია ლუკა იოვიჩით აინტრახტიდან. 21 წლის სერბი ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია – 17 მატჩში 13 გოლი გაიტანა.
* ჰაკიმ ზიეჩი ახლოს არის აიაქსიდან დორტმუნდის ბორუსიაში გადასვლასთან. თუმცა, 25 წლის ფეხბურთელი სეზონს ერედივიზიონში ჩაამთავრებს.
* ინტერის სპორტულმა დირექტორმა პიერო აუზილიომ განაცხადა, რომ კლუბი ამ ზამთარს არ გაყიდის ივან პერიშიჩს. „მილანელებისთვის სატრანსფერო ბაზარი დახურულია“, – თქვა აუზილიომ.
* დომაგოი ვიდა ბეშიქთაშიდან რომაში გადავა. რომაელები ხორვატს უფასო იჯარით აიყვანენ და ზაფხულში შვიდ მილიონ ევროდ გამოისყიდიან.
* ლესტერმა და მონაკომ მოილაპარაკეს გაცვლაზე – იური ტილემანსი გაემგზავრება პრემიერლიგაში, ადრიენ სილვა მონაკოელი გახდება.
* მარუან ფელაინიმ პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა ჩინურ კლუბ “შენდუნ ლუნენთან”.
* მილანი დაინტერესებულია ლილის ნახევარმცველით ალან სენ-მაქსიმენით. ფრანგები ითხოვენ 28 მილიონ ევროს, მილანი ფასის დაგდებას ითხოვს.
* ბეტისმა შესაძლოა ტოტენჰემიდან ვინსენტ იანსენი შეიძინოს. ლონდონელებს ჰოლანდიელი ფორვარდისთვის 17.2 მილიონი ევროს მიღება უნდათ. სევილიელებმა ოფიციალური წინადადება უკვე გაგზავნეს.
* მონაკო ახლოს არის დორტმუნდიდან იაპონელი შინჯი კაგავას იჯარასთან. კლუბები ბოლო დეტალებს აგვარებენ.
* ხამეს როდრიგესს ახალი კონფლიქტი აქვს ბაიერნის მთავარ მწვრთნელთან ნიკო კოვაჩთან. კოლუმბიელმა განუცხადა მიუნხენური კლუბის ბოსებს, რომ არ დარჩება კლუბში, თუ კოვაჩი გააგრძელებს მუშაობას.
* მილანმა დაიწყო მოლაპარაკებები იანიკ ფერეირა-კარასკოზე. იტალიელები დაინტერესებულნი არიან ნახევარწლიანი იჯარით.
* ტოტენჰემის გარემარბი ჟორჟ-კევინ ნკუდუ საფრანგეთში დაბრუნდება და იჯარით მონაკოში გადავა.
* არსენალის პლეიმეიკერმა მესუთ იოზილმა უარი აქვა პარი სენ-ჟერმენში იჯარაზე.