შემდგარი ტრანსფერები
* „პარი სენ-ჟერმენმა“ სანკტ-პეტერბურგის „ზენიტიდან“ 47 მილიონ ევროდ ლეანდრო პარედესი შეიძინა. პარიზულ კლუბში არგენტინელის სათამაშო ნომერი 8 იქნება. წელიწადნახევრის წინ, „ზენიტმა“ ნახევარმცველი 23 მილიონად იყიდა.
* „იუვენტუსი“ მეჰდი ბენატიას გამოეთხოვა. მაროკოელი მცველი, რომელიც ტურინელთა რიგებში 2016 წლიდან თამაშობდა, ყატარის „ალ-დუჰაილში“ გადავიდა. ყატარელებმა ბენატიაში რვა მილიონი ევრო გადაიხადეს.
* „სევილიამ“ „ნაპოლიდან“ იჯარით აიყვანა მარკო როგი. ხორვატი იტალიაში იჯარით 2019 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.
* „ბოკა ხუნიორსმა“ გამოაცხადა, რომ გაიფორმა 21 წლის მცველი კევინ მაკალისტერი.
* მეჰდი ბენატიას გაშვების შემდეგ, „იუვენტუსმა“ ძალიან მალე დაიმატა მარტინ კასერესი. ურუგვაელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება. მის იჯარაში სერია ა-ს ლიდერმა 600 ათასი ევრო გადაიხადა.
* MLS-ის ჩემპიონმა „ატლანტა იუნაიტედმა“ პოლ პოგბას ძმა – ფლორენტინი შეიძინა. კონტრაქტი ერთწლიანია.
* „სტრასბურმა“ „ლევანტედან“ გადაიბირა ნახევარმცველი სანინ პრჩიჩი. გარიგების ფორმა ზაფხულამდე იჯარაა.
* რუმინელი ნიკოლაე სტანჩუ გახდა ყველაზე ძვირფასი მოთამაშე, ვინც კი ოდესმე ჩეხეთის ჩემპიონატიდან წასულა. „ალ-აჰლი“ „სპარტას“ 10 მილიონ ევროს გადაუხდის და ფეხბურთელს 3.5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
ჭორები
* „რომა“ და „ინტერი“ დაინტერესებულნი არიან დომაგოი ვიდას ტრანსფერით, რომელიც დღეს „ბეშიქთაშში“ გამოდის. სავარაუდო გარიგების დეტალებზე არაფერს წერენ.
* მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა არიენ რობენმა, შესაძლოა, კარიერა იაპონიაში გააგრძელოს. 35 წლის ჰოლანდიელის მიმართ დაინტერესებას „ტოკიო“ გამოთქვამს, რომელიც მზად არის, ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმოს ვეტერანი. რობენისთვის ბრძოლაში „ტოკიოს“ კონკურენტი „ეინდჰოვენია“, რომელსაც არიენის ყოფილი თანაგუნდელი მარკ ვან ბომელი ავარჯიშებს. ასევე იტყობინებიან, რომ რობენის ოჯახის სურვილია რამდენიმე წლით ტოკიოში ცხოვრება.
* „ჩელსის“ ნახევარმცველი კალუმ ჰადსონ-ოდოი ნამდვილად არ გადავა ამ ზამთარს „ბაიერნში“.
* „არსენალს“ სურს გარი კეჰილის დამატება, რომელმაც „ჩელსის“ ძირითადში ადგილი დაკარგა. უნაი ემერის ასევე მალკომის მიღებაც სურს.
* კიდევ ერთი ინფორმაცია „არსენალზე“ Sky Sports-ს ეკუთვნის – ლონდონელები ორ იჯარაზე მუშაობენ – ივან პერიშიჩზე და დენის სუარესზე. თუმცა, აქ პრობლემა ის არის, რომ „ინტერსა“ და „ბარსელონას“ ამ ფეხბურთელების გაყიდვა სურთ.
* მირანდას არ მოსწონს, რომ „ინტერის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ამტკიცებს, რომ ბრაზილიელი იჯარით „მონაკოში“ გადავა.
* ჩინური „შანდუნ ლუნენი“ მარუან ფელაინის ტრანსფერითაა დაინტერესებული. ჩინელები მზად არიან ბელგიელში შვიდი მილიონი გადაიხადონ და წელიწადში 11 მილიონი დაუნიშნონ მას.
* „ვულვერჰემპტონი“ ეცდება იჯარით ან დივოკ ორიჯის („ლივერპული“) ან ოლივიე ჟირუს („ჩელსი“) აყვანას.
* „ტოტენჰემი“ მაინც განახორციელებს ამ ზამთარს ერთ ტრანსფერს. ლონდონელთა შენაძენი „ვალენსიას“ ნახევარმცველი კარლოს სოლერი იქნება. „ტოტენჰემმა“ ესპანურ კლუბს 35 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა. (ESPN)
* „ბაიერნი“ ჩინეთიდან სანდრო ვაგნერის თაობაზე წინადადებას დათანხმდა. ახსენეს ფორვარდის ხელფასიც – 15 მილიონი ევრო. (Bild)
* ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო დარწმუნებულია, რომ დენის სუარესი – „არსენალის“ მოთამაშეა. სეზონის ბოლომდე გაფორმებული იჯარა 2.5 მილიონ ევროდ ფასდება.