ზამთრის სატრანსფერო ბაზარი - 24 იანვრის მიმოხილვა
ზამთრის სატრანსფერო ბაზარი - 24 იანვრის მიმოხილვა

შემდგარი ტრანსფერები

* „მიდლსბრომ“ ჯონ ობი მიკელის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა. ფეხბურთელთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა გაფორმებული. „ჩელსის“ (249 მატჩი, 1 გოლი) ყოფილი ფეხბურთელი 2017 წლიდან ჩინეთის „ტიანძინში“ თამაშობდა.
* „ლაიპციგმა“ „ზალცბურგიდან“ ნახევარმცველი ჰანეს ვოლფი შეიძნა. 19 წლის ავსტრიელმა გერმანელებთან 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი. ტრანსფერის თანხა 10 მილიონი ევროა.
* „ბაიერნმა“ „დალასისა“ და აშშ-ის U20 ნაკრების მცველის კრის რიჩარდსის შეძენის შესახებ განაცხადა. 18 წლის ფეხბურთელში მიუნხენელებმა, სავარაუდოდ, 1.5 მილიონი ევრო გადაიხადეს.
* „კრისტალ პალასმა“ გამოაცხადა „სან პაულუს“ მეკარის ლუკას პერის შეძენის შესახებ. 21 წლის ბრაზილიელი იჯარით გადავიდა ინგლისში.

ჭორები

* „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ეინდჰოვენის“ ნახევარმცველის სტივენ ბერგვეინის შეძენით დაინტერესდა. ჰოლანდიელები ნახევარმცველში 25 მილიონს ითხოვენ.
* „მონაკო“ სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანს „ატლეტიკოს“ ნახევარმცველს ჟელსონ მარტინშს. პორტუგალიელს ჯამში 500 წუთი არ უთამაშია ამ სეზონში.
* მაურისიო პოჩეტინო კვლავ ცდილობს „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველის ადრიენ რაბიოს „ტოტენჰემში“ გადაბირებას.
* ერთ-ერთი ჟურნალისტი „ტვიტერზე“ წერს, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ და „ნაპოლი“ ალანის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. გარიგების თანხა 100 მილიონი ევროა.
* თუ სანტიაგო სოლარი გუნდის მთავარ მწვრთნელად დარჩება, ისკო ზაფხულში დატოვებს „რეალს“.
* „პარი სენ-ჟერმენმა“ „აიაქსთან“ მატეის დე ლიგტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო.
* „ნიუკასლი“ „ლაციოს“ ნახევარმცველის ჯორდან ლუკაკუს იჯარის შესახებ გამოაცხადებს.
* „პარი სენ-ჟერმენმა“ და „ზენიტმა“ ლეანდრო პარედესის პარიზში 47 მილიონ ევროდ გადასვლის თაობაზე ყველა საკითხი მოაგვარეს. ფეხბურთელი 4.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
* „ჩელსის“ ნახევარმცველი ვიქტორ მოზესი თურქეთში მიდის. ნიგერიელს სეზონის ბოლომდე იჯარით „ფენერბაჰჩე“ აიყვანს. მოზესმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება.