ზამთრის სატრანსფერო ბაზარი - 21 იანვრის მიმოხილვა
ზამთრის სატრანსფერო ბაზარი - 21 იანვრის მიმოხილვა

შემდგარი ტრანსფერები
* „ბარსელონამ“ გამოაცხადა განელი ფორვარდის კევინ-პრინს ბოატენგის ტრანსფერის შესახებ. კატალონელებმა „სასუოლოს“ ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანეს და მისი რვა მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნებათ. წელს, ბოატენგმა „სასუოლოში“ 13 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.
* კარლოს სალსედო „აინტრახტიდან“ „ტიგრესში“ გადავიდა. 25 წლის მექსიკელი სამშობლოში დაბრუნდა.
* სემიჰ ქაია „გალათასარაიში“ დაბრუნდა. მცველი „სპარტაში“ 2017 წელს გადავიდა, ახლა კი დაბრუნდა შინ იჯარის წესით.
* ეშლი კოული დაბრუნდა ინგლისში და ყოფილი თანაგუნდელის ფრენკ ლემპარდის „დერბიში“ ჩაირიცხა.

ჭორები
* „რეალი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს „პორტუს“ მცველ ედერის ტრანსფერზე. ამ მომენტისთვის, ცენტრალური მცველის ფასი 50 მილიონ ევროს შეადგენს.
* მარიო ბალოტელი სულ უფრო ახლოს არის „მარსელთან“. იწერება, რომ მოლაპარაკებები ხანგრძივი და რთული იყო, მაგრამ მხარეები მივიდნენ შეთანხმებამდე. ახლა, იტალიელს რჩება „ნიცასთან“ კონტრაქტის გაწყვეტა, რომელიც კიდევ ნახევარი წელია ძალაში.
* მალე უნდა გამოცხადდეს ალვარო მორატას „ატლეტიკოში“ გადასვლის შესახებ. კლუბებმა უკვე ყველაფერზე მოილაპარაკეს – ლაპარაკია მორატას იჯარაზე. წერენ, რომ ფორვარდი ხელფასის მნიშვნელოვან კლებაზე წავიდა „ატლეტიკოში“ გადასვლის გამო. მორატას ტრანსფერის შემდეგ, მადრიდელები გამოეთხოვებიან ჟელსონ მარტინშსა და ნიკოლა კალინიჩს.
* მარსელო, შესაძლოა, კრიშტიანო რონალდოსთან „იუვენტუსში“ წავიდეს. პორტუგალიელს რეგულარული კავშირი აქვს ბრაზილიელთან და იტალიაში ექაჩება. თუმცა, მარსელოს „რეალში“ სურს კარიერის დასრულება.
* იტალიაში პოპულარობის პიკზეა დუვან საპატა. „ატალანტას“ ფორვარდმა სერია A-ში 14 გოლი გაიტანა და კრიშტიანო რონალდოს დაეწია. ახლა, ამ ფეხბურთელს რიგი დაუდგა. მისი შეძენა უნდა „ვესტ ჰემს“, რომელიც მარკო არნაუტოვიჩისთვის ეძებს შემცვლელს. არის ვარიანტები იტალიაში – „რომა“ და „ინტერი“.
* „მილანი“ სულ მალე შეიძენს „ჯენოადან“ კშიშტოფა პიონტეკს.
* „არსენალის“ წარმომადგენლებმა, როგორც იქნა, დაიწყეს მოლაპარაკებები „ბაიერნთან“ ხამეს როდრიგესის იჯარაზე. გარიგება, შესაძლოა, სამი მილიონი დაუჯდეთ ლონდონელებს.
* გონსალო იგუაინი გამოეთხოვა „მილანის“ მოთამაშეებსა და პერსონალს. მას ერთ-ორ დღეში ელოდებიან ლონდონში „ჩელსისთვის“ სამედიცინო შემოწმების გასავლელად. არგენტინელი ვერ მოხვდა „მილანის“ განაცხადში „ჯენოასთან“ გუშინდელ მატჩში.
* ენდი კეროლი, შესაძლოა, უახლოეს საათებში გადავიდეს „ტოტენჰემში“. ლონდონურ კლუბს ესაჭიროება ტრავმირებული ჰარი კეინის შემცვლელი.
* „იუვენტუსი“ არ კარგავს იმედს – შეიძინოს „რეალიდან“ ისკო. ტურინელები იმედოვნებენ კონფლიქტს გაგრძელებას „რეალის“ მწვრთნელ სანტიაგო სოლარისა და ნახევარმცველს შორის.
* „ატლეტიკოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიგელ ანხელ ხილ მარინმა და ნატალია სიმეონემ (დიეგო სიმეონეს და და აგენტი) შეთანხმებას მიაღწიეს დიეგო სიმეონეს კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ.