ზამთრის სატრანსფერო ბაზარი - 15 იანვრის მიმოხილვა
ზამთრის სატრანსფერო ბაზარი - 15 იანვრის მიმოხილვა

შემდგარი ტრანსფერები

* „რენმა“ „პარი სენ-ჟერმენის“ აღზრდილი, მცველი სულეიმან დუმბია გაიფორმა.
* „ფიორენტინამ“ და „ემპოლიმ“ ფეხბურთელები გაცვალეს. ფლორენციელებმა დუშან ვლაჰოვიჩი ჰამედ ტრაორეს სანაცვლოდ დათმეს და თან 12 მილიონი დაამატეს. ვლაჰოვიჩი უკვე შეუერთდა „ემპოლის“, ტრაორე კი „ფიორენტინაში“ ზაფხულიდან იქნება.
* „ალანიასფორმა“ ინგლისელ მცველ სტივენ კოლკერთან კონტრაქტი გააფორმა. მან კარიერა „ტოტენჰემსა“, „ლივერპულში“ და „ქუინზ პარკში“ ვერ ააწყო.
* „ლიონმა“ ლიგა 2-ში მოთამაშე ფრანგ თინეიჯერთან გააფორმა კონტრაქტი. ბუბაქარ ფოფანა ახალ კლუბში 3.5 წელს ითამაშებს.
* „მანჩესტერ სიტიმ“ 21 წლის იაპონელი ნახევარმცველი კო იტაკურუ შეიძინა და მაშინვე გაუშვა იჯარით „გრონინგენში“.

ჭორები

* „ჩელსი“ ედენ აზარს „რეალში“ მხოლოდ 100 მილიონ ევროდ გაუშვებს. ბელგიელს იმედი აქვს, რომ უკვე ამ თვეში მიიღებს მადრიდელთა წინადადებას.
* გავრცელდა ინფორმაცია „პარი სენ-ჟერმენის“ ინტერესის შესახებ იულიან ვაიგლის მიმართ. თომას ტუხელს „დორტმუნდიდან“ ფეხბურთელის შეძენა დაახლოებით 20 მილიონ ევროდ სურს.
* „ბარსელონას“ 31 წლის კრისტიან სტუანის შეძენის იმედი აქვს, ხოლო სარეზერვო ვარიანტად ოლივიე ჟირუ აირჩია.
* „მილანს“ დაგეგმილი აქვს ალეშანდრე პატოს დაბრუნება. ბრაზილიელს ჩინეთში კონტრაქტი უმთავრდება და შეიძლება იტალიაში გადავიდეს, როგორც თავისუფალი აგენტი.
* ჯანლუკა დი მარციო აცხადებს, რომ კშიშტოფ პიონტეკით დაინტერესებულია მხოლოდ „რეალი“ არაა დაინტერესებული. „მილანი“ გონსალო იგუაინის შემცვლელს ეძებს, რომელიც შეიძლება „ჩელსიში“ გადავიდეს.
* „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბარსელონასთვის“ ადრიენ რაბიოს ფასი დაასახელა – 15 მილიონი ევრო.
* „ტოტენჰემს“ მალკომის იჯარით აყვანა სურს. ჰარი კეინს მორიგი ტრავმა აქვს, ამიტომაც მას დაზღვევა სჭირდება.
* „ვესტ ჰემი“ მზად არის მარკო არნაუტოვიჩი „შანხაიში“ 35 მილიონ ევროდ გაუშვას.
* „მარსელი“ „ნიცას“ მარიო ბალოტელის ტრანსფერზე მოელაპარაკა, მაგრამ ფეხბურთელთან ხელფასზე ჯერ ვერ შეთანხმდა.
* „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე-გუნარ სოლსკიაერი მარუან ფელაინის იჯარით გაშვებას აპირებს.
* აარონ რემზი „იუვენტუსთან“ კონტრაქტს პარასკევს მოაწერს ხელს. „იუვენტუსი“ 18 მილიონს გადაიხდის იმისთვის, რომ ფეხბურთელი უკვე ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დაიმატოს. უელსელი თვეში 111 ათას ფუნტს მიიღებს.
* „მილანი“ მზად არის გაყიდოს ჰაქან ჩალჰანოგლუ იმისთვის, რომ პიონტეკი შეიძინოს. „ლაიპციგი“ თურქ ფეხბურთელში 22 მილიონს იხდის.
* „სევილიას“ ალვარო მორატას გაფორმება სურს, მაგრამ „ჩელსიმ“ 40-მილიონიანი წინადადება უარყო.
* ვრცელდება ინფორმაცია დავიდ დე ხეას კონტრაქტზე. მეკარე კვირაში 300 ათას ევროს ითხოვს – „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჯერ ფიქრობს. ესპანელის კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში იწურება.
* „მილანი“ „რომადან“ ლორენცო პელეგრინის შეძენაზე ოცნებობს, თუმცა, „მანჩესტერ სიტისთან“ და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონკურენცია გაუჭირდება.
* ქარიმ ბენზემას ტრავმის გამო, „რეალი“ უკვე იანვარში დაიწყებს მოლაპარაკებებს ტიმო ვერნერთან. გერმანელის კონტრაქტი „ლაიპციგთან“ 2020 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომაც, კლუბს მისი სარფიანად გაყიდვა სურს.
* „ვალენსიამ“ „ვესტ ჰემს“ ჩიჩარიტოს შეძენის თაობაზე წინადადებით მიმართა. მას შემდეგ, რაც მიში ბატშუაიმ ესპანური გუნდი დატოვა, „ვალენსია“ ახალ ფორვარდს ეძებს.
* ფილიპე კოუტინიო „ბარსელონას“ დატოვებას არ აპირებს და სასტარტო შემადგენლობაში ადგილისთვის იბრძოლებს.
* არგენტინელი ლაუტარო მარტინესი, შესაძლოა, იჯარით „ბეტისში“ გადავიდეს.
* „რომამ“ ჯენგიზ იუნდერთან ​ახალი ხელშეკრულების გაფორმება გადაიფიქრა და ტოპ-კლუბების წინადადებებს განიხილავს. რომაელებს თურქში 50 მილიონი ევრო უნდათ.
* „არსენალმა“ „ინტერს“ და „იუვენტუსს“ მესუთ იოზილი შესთავაზა. როგორც ჩანს, უნაი ემერიმ საბოლოოდ აიცრუა გული გერმანელზე.