ზამთრის სატრანსფერო ბაზარი - 12 იანვრის მიმოხილვა
ზამთრის სატრანსფერო ბაზარი - 12 იანვრის მიმოხილვა

შემდგარი ტრანსფერები

– რამდენიმე დღის წინ, მუნირ ელ-ჰადადიმ გადაწყვიტა აღარ გააგრძელოს კონტრაქტი „ბარსელონასთან“ და ახალი კლუბი ეძებოს. ამის შემდეგ, „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებები დაიწყო „სევილიამ“ და უკვე გადაწყვეტილია მუნირის ამ გუნდში გადასვლა. სევილიელებს ეს გარიგება სულ რაღაც მილიონი დაუჯდათ.

– ფრანგი ფეხბურთელი ვილიამ ვანკლერი თურქული „ანტალიასფორიდან“ „მონაკოში“ გადადის იმის მიუხედავად, რომ ჩააგდო ფრანგულ კლუბში სამედიცინო შემოწმება. ვანკლერმა შეძლო „მონაკოს“ ხელმძღვანელობასთან შეთანხმება – ამ გუნდში გადასვლის სანაცვლოდ, ხელფასს არ მიიღებს იქამდე, სანამ ტრავმას არ მოიშუშებს. კონტრაქტი ნახევარწლიანია.

ჭორები

– „ჩელსის“ დირექტორმა მარინა გრანოვსკაიამ მოლაპარაკებები გამართა „იუვენტუსის“ გენერალურ დირექტორთან ფაბიო პარატიჩისთან გონსალო იგუაინის გადაყვანაზე, – წერს გაზეთი La Gazzetta dello Sport. ლონდონელებმა სანაცვლოდ ალვარო მორატა შესთავაზეს ტურინელებს, მაგრამ იტალიურ მხარეს მხოლოდ ფული სურს.

– „ბარსელონას“ ჰქონდა ჩინეთიდან ფეხბურთელის გადაყვანის წარმატებული მაგალითი პაულინიოს სახით. ახლა, კატალონიურ გრანდი იგივეს აპირებს „ჩანჩუნ იატაის“ ფორვარდის ოდიონ იგალოს შემთხვევაში, – ამტკიცებს Sport. ყოველ შემთხვევაში, ნიგერიელი შედის „ბარსელონას“ სასურველი ფეხბურთელების სიაში.

– „ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰარი კეინი, შესაძლოა, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდეს. 25 წლის ინგლისელის გადაბირება სურს მადრიდის „რეალს“, რომელმაც უკვე მიმართა ლონდონურ კლუბს შესაძლო ტრანსფერის თაობაზე. „ტოტენჰემის“ პასუხი ასეთი იყო – გადასვლა შესაძლებელია, თუ ესპანური გრანდი 350 მილიონ ევროს გადაიხდის. ასეთ ფანტასტიკურ თანხას ასახელებს გაზეთი AS.

მარუან ფელაინი იმედგაცრუებულია „მანჩესტერ იუნაიტედში“ სათამაშო დროით და ახლა, მას „მილანის“ ვარიანტი გამოუჩნდა, რომელსაც სურს შემადგენლობის გაძლიერება ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში.

– „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველს ანტონიო ვალენსიას „ინტერი“ ეპატიჟება. ეკვადორელს ამ სეზონის შემდეგ უმთავრდება კონტრაქტი და მილანელებს ზაფხულში მისი უფასოდ მიღება სურთ, – ამტკიცებს The Mirror.