ზაალიშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო და მეორე წრეში რინერს დაუპირისპირდება (ვიდეო)
ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მასტერსის ტურნირის დასკვნით დღეს ტატამზე ექვსი ქართველი ძიუდოისტი ჭიდაობს, საიდანაც ხუთმა პირველი წრის შეხვედრები წარმატებით ჩაატარა.
ლაშა ბექაურმა (90კგ) სუფთა გამარჯვებით ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა, მძიმეწონოსნებმა თუშიშვილმა და მატიაშვილმა კი გაფრთხილებებით შესაბამისად რუსი და უზბეკი ძიუდოისტები გამოთიშეს ასპარეზობას.
ასევე ახალგაზრდა მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა კუბელი სპორტსმენი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და მეორე წრეში ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტს ტედი რინერს შეხვდება.
90 კგ წონით კატეგორიაში კი ბექა ღვინიაშვილმა პირველი წრის შეხვედრაში შვედი მარკუს ნიმანი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და მეორე შეხვედრას იაპონელ სოიჩირო მუკაისთან გამართავს. 100კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანი მეორე წრიდან ჩაერთვება ასპარეზობაში.
შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია.
წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18.00 საათზე გაიმართება.