ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დაკავებული უკრაინელი სამხედროები მოსკოვში გადაიყვანეს
ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დაკავებული უკრაინელი სამხედროები მოსკოვში გადაიყვანეს

ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მძევლად აყვანილი უკრაინელი სამხედროები მოსკოვში გადაიყვანეს. ეს განცხადება ბორის ბაბინმა უკრაინულ ტელეკომპანია „მეხუთე არხის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისივე თქმით, დაჭრილ სამხედროებს ოპერაცია ჩაუტარდა.

„ჩვენი ინფორმაციით, სამხედროები მოსკოვში გადაიყვანეს. მათი მდგომაროება მსუბუქი არ არის, ჩაუტარდათ ოპერაციები. ჩვენ გვაინტერესებს დაჭრილთა რაოდენობა, რადგან  გვქონდა ინფორმაცია ექვსი დაშავებულის შესახებ. ისმის კითხვა, სად არიან დანარჩენები? როგორია მათი მდგომარეობა?“, – აცხადებს ბაბინი.

ბორის ბაბინის ინფორმაციით, რუსეთში უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

მანამდე რუსული მედია იუწყებოდა, რომ სამი დაჭრილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ქერჩის საავადმყოფოში იმყოფება და მათი ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია.

შეგახსენებთ, რუსულმა ხომალდებმა 25 ნოემბერს უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს.უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

უკრაინის პრეზიდენტმა 60-დღიანი საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს ინიციატივას მხარი დაუჭირა.