ყაზახური მედია - ჭანტურია ცხადაძის გუნდს გააძლიერებს
ყაზახური მედია - ჭანტურია ცხადაძის გუნდს გააძლიერებს
ყაზახურმა გამოცემა „ვესტიმ“ თავისუფალი სტატუსის მქონე ის ხუთი მოთამაშე დაასახელა, რომლებიც ყაზახურ კლუბებს ევროტურნირებზე გააძლიერებენ.
 
„გიორგი ჭანტურია ეკატერინბურგის „ურალში“ არასტაბილურად თამაშობდა, რადგან ტრავმები ხელს უშლიდა. ქართველ ნახევარმცველს მშვენიერი ბექგრაუნდი აქვს: მან „ბარსელონას“ სკოლა გაიარა, ურიგოდ არ უთამაშია ჰოლანდიაში, ასევე მოახერხა გერმანიასა და რუმინეთში გამოსვლა. პოტენციურად, შესაძლოა, ჭანტურიამ კონტრაქტი „ორდაბასისთან“ გააფორმოს, იმის გათვალისწინებით, რომ კლუბი ევროპის ლიგაზე ითამაშებს. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კახაბერ ცხადაძე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა, შიმკენტური კლუბის მთავარი მწვრთნელია“, – წერს ყაზახური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭანტურიამ ეკატერინბურგის „ურალი“ იანვარში დატოვა, მაისში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჭანტურია კარიერას ამერიკაში, გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის „სან ხოსეში“ გააგრძელებდა, მაგრამ ეს ტრანსფერი ჩაიშალა.