ყაზახეთის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტში საკადრო ცვლილებები განახორციელა
ყაზახეთის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტში საკადრო ცვლილებები განახორციელა

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტში საკადრო ცვლილებები განახორციელა.

ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თოყაევმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის ორი მოადგილე და მათ ნაცვლად, კომიტეტის ახალი წევრები დანიშნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახეთის პრეზიდენტი ახალ საკადრო ცვლილებებს 11 იანვარს გამოაცხადებს.

პარალელურად, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კრიზისებზე რეაგირების ცენტრი მუშაობის 24-საათიან რეჟიმზეა გადაყვანილი. ორგანიზაციის გაერთიანებული შტაბის ოპერატიული ჯგუფი კი ყაზახეთში გაიგზავნა. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნების ლიდერები 10 იანვარს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში რიგგარეშე შეხვედრას გამართავენ და ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

19 იანვრამდე ყაზახეთის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.