ყატარში იტალია ან პორტუგალია ვერ გაემგზავრება - ევროპის ზონის პლეი ოფის წილისყრა #1TVSPORT
ყატარში იტალია ან პორტუგალია ვერ გაემგზავრება - ევროპის ზონის პლეი ოფის წილისყრა #1TVSPORT

ციურიხში გაიმართა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ევროპული კვალიფიკაციის პლეი ოფის წილისყრა, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს ყატარში ნამდვილად ვერ გაემგზავრება იტალიიდან ან პორტუგალიიდან ერთ-ერთი. ისინი პლეი ოფის ფინალში

პლეი ოფი სამ მინი-ტურნირად არის დაყოფილი. თითოეულში ჯერ ნახევარფინალები გაიმართება, შემდეგ სამ ფინალში მსოფლიოს ჩემპიონატის სამ საგზურს გაითამაშებენ.

 

A გზა

შოტლანდია-უკრაინა

უელსი-ავსტრია

 

B გზა

რუსეთი-პოლონეთი

შვედეთი-ჩეხეთი

 

C გზა

იტალია-მაკედონია

პორტუგალია-თურქეთი

 

ნახევარფინალებისა და ფინალების ფორმატი ერთმატჩიანია. ნახევარფინალში მატჩები პირველი გუნდების მოედანზე გაიმართება. რაც შეეხება ფინალებს, უელსი-ავსტრიის მოგებული შინ მიიღებს შოტლანდია-უკრაინას შორის მოგებულს.

რუსეთი-პოლონეთის მოგებული უმასპინძლებს შვედეთი-ჩეხეთის მოგებულს, ხოლო პორტუგალია-თურქეთის მოგებული იქნება მასპინძელი იტალია-მაკედონიას შორის მოგებულთან.

ნახევარფინალები 24 მარტს გაიმართება, ფინალები – 29 მარტს.