პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოხიაციის (ATP) შემაჯამებელი ჩემპიონატის ორგანიზატორები მზად არიან ჩაატარონ ტურნირი მაყურებლების შეზღუდული რაოდენობით ან სულაც ცარიელი ტრიბუნების ქვეშ. წელს, ლონდონში სეზონის დასკვნით ტურნირი ბოლოჯერ უნდა გაიმართოს – 2021 წლიდან, ATP Finals-ს იტალიის ქალაქი ტურინი უმასპინძლებს.
„ვაპირებთ სეზონი წლის შემაჯამებელი ტურნირით ლონდონში დავასრულოთ. განიხილება სცენარი, რომლის მიხედვითაც მატჩებზე მაყურებელი მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ იქნება. ჩვენ ვმუშაობთ 2020 წლის კალენდრის საბოლოო ვარიანტზე და ივლისის ბოლოსთვის ახალ ინფორმაციას ველოდებით”, – განაცხადა ასოციაციის წარმომადგენელმა.
2019 წელს, სეზონის ბოლო ტურნირის ჩემპიონი ბერძენი სტეფანოს ციციპასი გახდა, რომელმაც ფინალში ავსრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა.