ტელეკომპანია ESPN-მა საკუთარ ვებგვერდზე ჩაატარა გამოკითხვა და 2017 წლის საუკეთესო მოკრივე გამოავლინა. ის გახდა პირველ ნახევრადსაშუალო წონაში მოასპარეზე ამერიკელი ტერენს კროუფორდი.
პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი მებრძოლის მთავარი კონკურენტები იყვნენ – უკრაინელი ვასილი ლომაჩენკო, ბრიტანელი ენტონი ჯოშუა, ამერიკელი მაიკი გარსია, ყაზახი გენადი გოლოვკინი და ჩრდილოირლანდიელი რაიან ბარნეტი.
ეს კარიერაში მეორე აღიარებაა კროუფორდისთვის. აქამდე, მხოლოდ ორმა მოკრივემ შეძლო მინიმუმ ორჯერ ESPN-ის პრიზის მიღება: მენი პაკიაომ (სამჯერ) და ფლოიდ მეივეზერმა (ორჯერ).
შეგახსენებთ, რომ წელს კროუფორდმა მესამე რაუნდში დაამარცხა ჯულიუს ინდიგო და ხუთი ვერსიით (IBF, IBO, WBA, WBC, WBO) გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.