პაკიაო კროუფორდთან ბრძოლისთვის 40 მილიონს ითხოვს
პაკიაო კროუფორდთან ბრძოლისთვის 40 მილიონს ითხოვს

ლეგენდარულმა ფილიპინელმა მოკრივემ, ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა მენი პაკიაომ დაასახელა პირობები, რომლის შესრულების შემთხვევაში ჩაატარებს ბრძოლას აბსოლუტურ ჩემპიონთან ტერენს კროუფორდთან.

„მე მომწონს იმასთან ჩხუბი, ვისაც ტიტული გააჩნია. ჩვენ ვუთხარით ბობ არუმის, რომ მინდა 40 მილიონის მიღება, კროუფორდს კი 10 მილიონი უნდა დარჩეს.

ვიჩხუბებ ნებისმიერთან. თქვენ იცით, რომ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვარ“, – განაცხადა პაკიაომ.

42 წლის ფილიპინელი (61-7-2, 39KO) ბოლოს რინგზე 2019 წლის ივლისში იყო, როცა კიტ ტურმანი დაამარცხა და WBA-ის ტიტული მოიპოვა.