წლის მოკრივედ ტერენს კროუფორდი დასახელდა

02:17, 28.12.2017

ტელეკომპანია ESPN-მა საკუთარ ვებგვერდზე ჩაატარა გამოკითხვა და 2017 წლის საუკეთესო მოკრივე გამოავლინა. ის გახდა პირველ ნახევრადსაშუალო წონაში მოასპარეზე ამერიკელი ტერენს კროუფორდი.

პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი მებრძოლის მთავარი კონკურენტები იყვნენ – უკრაინელი ვასილი ლომაჩენკო, ბრიტანელი ენტონი ჯოშუა, ამერიკელი მაიკი გარსია, ყაზახი გენადი გოლოვკინი და ჩრდილოირლანდიელი რაიან ბარნეტი.
ეს კარიერაში მეორე აღიარებაა კროუფორდისთვის. აქამდე, მხოლოდ ორმა მოკრივემ შეძლო მინიმუმ ორჯერ ESPN-ის პრიზის მიღება: მენი პაკიაომ (სამჯერ) და ფლოიდ მეივეზერმა (ორჯერ).

შეგახსენებთ, რომ წელს კროუფორდმა მესამე რაუნდში დაამარცხა ჯულიუს ინდიგო და ხუთი ვერსიით (IBF, IBO, WBA, WBC, WBO) გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

მსგავსი