მენი პაკიაომ მომავალი ბრძოლისთვის ორი მეტოქე შეარჩია #1TVSPORT
მენი პაკიაომ მომავალი ბრძოლისთვის ორი მეტოქე შეარჩია #1TVSPORT

რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ფილიპინელმა მენი პაკაიომ დაასახელა მოკრივეები, რომლებსაც რინგზე დაბრუნებისთვის მომავალ მეტოქეებად განიხილავს.

42 წლის პაკიაო ბოლოს რინგზე 2019 წლის ივლისში ვიხილეთ, როდესაც მსაჯების არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით ამერიკელი კიტ ტურმანი დაამარცხა და ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მას შემდეგ, ფილიპინელის ახალი ბრძოლა რამდენჯერმე გადაიდო კორონავირუსის პანდემიის გამო. მაგრამ, ახლა ვეტერანი მზად არის საბრძოლველად და მან მომავალი ორთაბრძოლისთვის ორი მოწინააღმდეგე დაასახელა – ოთხ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი მაიკი გარსია და ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი ტერენს კროუფორდი.

„ჩვენ მაიკი გარსიასკენ ვიხრებით, მაგრამ ასევე გვაქვს კავშირი კროუფორდის გუნდთან. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვისთაც მოვილაპარაკებთ. მთავარი ის არის, რომ მე მზად ვარ, – თქვა პაკიაომ. – რეალურად, არც გავჩერებულვართ და მუდმივად ვმუშაობდით“.