ტერენს კროუფორდი წლის მოკრივეა
ტერენს კროუფორდი წლის მოკრივეა

ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის ჩემპიონი, ამერიკელი ტერენს კროუფორდი 2020 წლის საუკეთესო მოკრივე გახდა ESPN-ის ვერსიით. რეიტინგში გაერთიანებულია ყველა წონითი კატეგორიის მოკრივე.

33 წლის კროუფორდმა ნოემბერში ვადაზე ადრე დაამარცხა ბრიტანელი კელ ბრუკი და ისევ დაუმარცხებელია პროფესიულ რინგზე – 37 ბრძოლიდან 37 მოგება.

რეიტინგში მეორე ადგილი შეინარჩუნა მექსიკელმა საულ ალვარესმა, რომელმაც დეკემბერში დაამარცხა ბრიტანელი კალუმ სმიტი და მოიპოვა მეორე საშუალო წონაში WBA-სა და WBC-ის ტიტულები.

რეიტინგის ტოპ-ათეულს ასეთი სახე აქვს:

  1. ტერენს კროუფორდი
  2. საულ ალვარესი
  3. ნაოია ინოუე
  4. ეროლ სპენსი
  5. ტეოფიმო ლოპესი
  6. ტაისონ ფიური
  7. ვასილი ლომაჩენკო
  8. ალექსანდრ უსიკი
  9. ხუან ფრანსისკო ესტრადა
  10. გენადი გოლოვკინი
  11. ჯერვონტა დევისი