წითელი ჯვარი - ღაზის სექტორში სიტუაცია ჰუმანიტარულ კატასტროფას უახლოვდება
წითელი ჯვარი - ღაზის სექტორში სიტუაცია ჰუმანიტარულ კატასტროფას უახლოვდება

ღაზის სექტორში სიტუაცია ჰუმანიტარულ კატასტროფას უახლოვდება, – ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში განაცხადეს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა მოუწოდა, „დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები ღაზაში, რომლებიც ჩარჩენილი არიან, მიუხედავად იმისა, ისინი ცდილობენ ევაკუაციას თუ ადგილზე დარჩენას“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საომარი მოქმედებები ისრაელის თავდაცვის ძალებსა და „ჰამასს“ შორის დასახლებულ რაიონებში და საავადმყოფოების გარშემო მიმდინარეობს.

„აუტანელი ადამიანური ტრაგედია ვითარდება ჩვენს თვალწინ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

წითელ ჯვარში განაცხადეს, რომ ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც რაიონში შედის, ძირითადად არასაკმარისია და მოსახლეობას არ აქვს ისეთი აუცილებელი ნივთები, როგორებიცაა საკვები, წყალი და ჰიგიენის საშუალებები.