წელს ჩემპიონთა ლიგაზე ერლინგ ჰოლანდმა უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე „ბარსელონამ“
წელს ჩემპიონთა ლიგაზე ერლინგ ჰოლანდმა უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე „ბარსელონამ“

39 გოლი, ექვსი ჰეთ-თრიკი, 11 გოლი დორტმუნდის „ბორუსიას“ შემადგენლობაში ჩატარებულ შვიდ მატჩში და 10 გოლი ჩემპიონთა ლიგის შვიდ მატჩში. ეს ყველაფერი სულ რაღაც 19 წლის ასაკში.

საუბარია ნორვეგიელ ერლინგ ბრაუტ ჰოლანდზე, რომელმაც თავისი საოცარი სერია სამშაბათს, 18 თებერვალსაც გააგრძელა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში პარი სენ-ჟერმენს ორი გოლი გაუტანა.

საინტერესოა, რომ ახალგაზრდა ნორვეგიელმა ჩემიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე „ბარსელონამ“ და ის პირველი ფეხბურთელის ბორუსიას ისტორიაში, რომელმაც ბუნდესლიგაში თავის სადებიუტო მატჩში შეძლო მეტოქის კარის აღება.