ერლინგ ჰოლანდმა „ბაიერნთან“ მატჩში ტრავმა მიიღო

07:41, 27.05.2020

დორტმუნდის ბორუსიას ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა ბაიერნთან მატჩშ ტრავმა მიიღო. თამაშის 72-ე წუთზე ის შეცვალეს და მოედნიდან ფეხბურთელი კოჭლობით გავიდა. რამდენად სერიოზულია დაზიანება, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა.

მატჩი „ბაიერნმა“ 1-0 მოიგო და ერთპიროვნული ლიდერობა განიმტკიცა. „ბორუსია“ ახლა მუინხენელებს უკვე შვიდი ქულით ჩამორჩება.

მსგავსი