The Washington Post- დონალდ ტრამპი აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპირებს
The Washington Post- დონალდ ტრამპი აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპირებს

დონალდ ტრამპი აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივნის, კირსტენ ნილსენის თანამდებობიდან გათავისუფლებას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნილსენმა მექსიკასთან საზღვრის სრულად დახურვაზე უარი განაცხადა.

გამოცემის წყარო ამბობს, რომ ადმინისტრაციიდან უსაფრთხოების მდივნის გაშვება უახლოეს კვირებში იგეგმება.

გავრცელებული ინფორმაციით, კირსტენ ნილსენი გათავისუფლებას თეთრი სახლის აპარატის უფროსი, ჯონ კელი ეწინააღმდეგება.