დღეს იაპონიის ქალაქ ოსაკაში ძიუდოში „გრანდ სლემი“ დაიწყო. ტურნირი, რომელიც ლეგენდარული ძიგორო კანოს სახელობის გახლავთ, 23-25 ნოემბერს ჩატარდება. პრესტიჟულ შეჯიბრში დღეს ორი ქართველი იწყებდა გამოსვლას, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველ მიზეზთა გამო, 60კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი საასპარეზოდ არ გამოვიდა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა ჯერ 1/4 ფინალში წააგო იაპონელთან, შემდეგ დამამშვიდებელ ორთბრძოლაში რუს სპორტსმენთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
60კგ წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან იაპონელი ნაგაიამა და რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი იაგო აბულაძე, ხოლო 66კგ-ის ფინალში ერთმანეთს იაპონელები აბე და მარუიამა დაუპირისპირდებიან.
24 ნოემბერს ოსაკას გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (81კგ) და ზებედა რეხვიაშვილი (81კგ) იასპარეზებენ.