WADA მსოფლიო ანტისადოპინგო კოდექსთან RUSADA-ს შესაბამისობის საკითხის განხილვას აპირებს
მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო (WADA) ლოზანაში გასამართი ყოველწლიური სიმპოზიუმისთვის (21-23 მარტი) ემზადება, სადაც მსოფლიოს ანტისადოპინგო კოდექსთან რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (RUSADA) შესაბამისობის საკითხის განხილვას აპირებს.
RUSADA-ს რეაბილიტირება რუსეთის სპორტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. იმისთვის, რომ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს უფლებამოსილება აღუდგეს, მან WADA-ს მიერ წაყენებული რიგი მოთხოვნები უნდა შეასრულოს, თუმცა რუსეთი ორი მოთხოვნის შესრულებაზე უარს ამბობს. ეს მოთხოვნებია სახელმწიფოსგან მხარდაჭერილი ანტიდოპინგური წესების სისტემატურად მანიპულირების აღიარება და მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის დოპინგ-სინჯებთან წვდომის უფლების მიღება.
რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჟუკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ამ მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს.