ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს
ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.

ამ გადაწყვეტილების სავარუდო მიზეზად, ქართულ რაგბში არსებული კრიზისი სახელდება.

თავად რაგბის კავშირის პრეზიდენტს, აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებია. საქართველოს პირველი არხი დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

გოჩა სვანიძე საქართველოს რაგბის კავშირს 2015 წლიდან ხელმძღვანელობს.