დანიელი კაროლინა ვოზნიაცკი ცუდი ფიზიკური ფორმის გამო ფედერაციის თასის გათამაშებაში, რომელიც მომდევნო კვირას გაიმართება, მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის შესახებ Tennis.com წერს.
ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის წესების თანახმად, დანიელი ჩოგბურთელი გამოტოვებს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც ტოკიოში გაიმართება. საქმე ისაა, რომ ვოზნიაცკის ოლიმპიურ ციკლში (2017-2020) ნაკრების შემადგენლობაში არ უთამაშია. უფრო ზუსტად, კაროლინა ფედერაციის თასზე 2015 წლიდან არ გამოჩენილა.
ფედერაციის თასზე დანიის ნაკრები ერთ ჯგუფში რუსეთისა და პოლონეთის ნაკრებთან არიან.