ვოლოდიმირ ზელენსკი – შარლ მიშელთან განვიხილე ომის საწინააღმდეგო კოალიციის გაძლიერება, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირში გასაწევრიანებლად ჩვენს წინსვლას

23:54, 18.03.2022

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ომის საწინააღმდეგო კოალიციის გაძლიერება განიხილეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი „ტვიტერში“ წერს.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან განვიხილე უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ომის საწინააღმდეგო კოალიციის გაძლიერება, უკრაინაში მშვიდობის აღდგენის პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირში გასაწევრიანებლად ჩვენს წინსვლას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი