ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიო უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს
ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიო უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს

მსოფლიო უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული ან ქიმიური იარაღი გამოიყენოს, რადგან არაფრად აგდებს უკრაინელი ხალხის სიცოცხლეს.

„არა მხოლოდ მე, მთელი მსოფლიო, ყველა ქვეყანა უნდა იყოს შეშფოთებული, რადგან ეს შეიძლება, არ იყოს რეალური ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება, იყოს სიმართლე. მათ შეუძლიათ ქიმიური იარაღის გამოყენება, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, მათთვის ხალხის სიცოცხლე არაფერია. უნდა ვიფიქროთ, არ უნდა შეგვეშინდეს, მზად უნდა ვიყოთ; მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინას, არამედ ვფიქრობ, მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.