ვოლოდიმირ ზელენსკი - ბახმუტისთვის ბრძოლის წაგების შემთხვევაში, ჩვენი საზოგადოება მიბიძგებს კომპრომისისკენ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზელენსკი აცხადებს, რომ ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლის წაგების შემთხვევაში, მასზე ზეწოლა გაიზრდება როგორც საერთაშორისო საზოგადოებისგან, ისე ქვეყნის შიგნითაც. ამის შესახებ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ასოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, „ამ გამარჯვებას პუტინი დასავლეთს, საკუთარ საზოგადოებას, ჩინეთსა და ირანს მიჰყიდის“.
„ჩვენი საზოგადოება დაღლილობას იგრძნობს. ჩვენი საზოგადოება მიბიძგებს მათთან კომპრომისისკენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ომის ამ ეტაპზე უკრაინის ნებისმიერმა მარცხმა შესაძლოა, სავალალო შედეგი გამოიწვიოს.
„ჩვენ არ უნდა წავაგოთ ამ გზაზე, რადგანაც ომი არის ნამცხვარი, რომელიც შედეგება გამარჯვებებისგან. პატარა გამარჯვევები, პატარა ნაბიჯები“, – ამბობს ზელენსკი.