ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა ახლო აღმოსავლეთში სპეციალისტები გაგზავნოს, თუ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის პროცესს შეუწყობენ ხელს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა ახლო აღმოსავლეთში სპეციალისტები გაგზავნოს, თუ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის პროცესს შეუწყობენ ხელს.
„ახლო აღმოსავლეთს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს რუსეთთან, გააჩნია გავლენა. თუ ისინი რუსეთს მისცემენ სიგნალს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ვთქვათ, გარკვეული პერიოდით, ერთი თვით, ორი თვით, მაშინ ჩვენ შეგვეძლება, ჩვენი სპეციალისტები გავგზავნოთ სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები 9 რიცხვამდე უნდა გაიმართოს.
„ჩვენ გეგმავდით მოლაპარაკებების აბუ დაბიში ჩატარებას. ეს ამერიკული მხარის წინადადება იყო. თუ რეგიონში მიმდინარე მოვლენების, ომის გამო თარიღი ან ქალაქი შეიცვლება, ჩვენ მზად ვართ სხვა ქალაქისთვის, სხვა ქვეყნისთვის. მზად ვართ, შვეიცარიაში შევხვდეთ, მზად ვართ, თურქეთშიც“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.