ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის გენპროკურორსა და შს მინისტრს ქუჩებში ძალადობის აღსაკვეთად კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდებს
ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის გენპროკურორსა და შს მინისტრს ქუჩებში ძალადობის აღსაკვეთად კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გენერალურ პროკურორს, ირინა ვენედიქტოვასა და შს მინისტრს, არსენ ავაკოვს ქუჩებში ძალადობის ესკალაციის აღსაკვეთად მუშაობის ეფექტიანი კოორდინირების უზრუნველყოფას სთხოვს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„მოვითხოვ გენერალური პროკურორისგან და შინაგან საქმეთა მინისტრისგან სისტემურ და დალაგებულ კოორდინაციას მუშაობაში, რომელიც მიმართულია ქვეყნის ქუჩებში ძალადობის ესკალაციის აღკვეთისკენ, ამის თავიდან ასაცილებლად და უკრაინის მოქალაქეებისთვის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველსაყოფად გასაგები და ეფქტიანი პრევენციული ზომების მიღებას“, – ნათქვამია ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებაში.

ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, უკანონო იარაღის გამოყენება, მოქალაქეებზე თავდასხმები, მათ შორის იარაღის გამოყენებით.

4 ივლისს კიევის ცენტრში, ბიზნესცენტრ „არენა სითიში“ ჩხუბისა და სროლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, 10 პირი კი, დააკავეს. ბოლო კვირების განმავლობაში კიევში ეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხალხმრავალი გარჩევის პირველი შემთხვევა არ არის.