ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში
ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროპის დღესთან დაკავშირებით დაწერა.

„უკრაინა ევროპაა, ჩვენ კი ევროპელები. ჩვენ ევროპის ცენტრი და გული ვართ, გეოგრაფიით, სულისკვეთებით, ღირებულებებითა და მისწრაფებებით. ეს დავამტკიცეთ მაიდანზე და ყოველდღიურად ვაკეთებთ ამას ჩვენი სახელმწიფოს შეცვლით, დამოუკიდებლობისა და მომავლის შენებით, ევროპის აღმოსავლეთ საზღვრის დაცვით. უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში“, – წერს ვლადიმირ ზელენსკი.