ვლადიმირ ზელენსკი - პოროშენკოსგან განსხვავებით, პუტინთან არასდროს მისაუბრია
თქვენ ცდილობდით რუსეთისგან ფულის მიღებას ფილმების გადასაღებად, მაშინ როდესაც უკრაინის გადარჩენის საკითხი იდგა, – მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ კიევის ოლიმპიურ სტადიონზე მიმდინარე დებატებისას ვლადიმირ ზელენსკის.
პეტრო პოროშენკოს თქმით, უკრაინის ხელისუფლება აშენებდა არმიას, ზელენსკის ამცირებდა ქვეყანას და არმიას ემალებოდა.
„დღეს ჩვენ ვხედავთ არაკომპეტენტურობის პოზიციას. გამოდის, რომ უკრაინელი ჯარისკაცების ბრალია ომის შედეგი. ბევრი სისხლი დაღვარა უკრაინამ სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად. დებალცევო და ილოვაისკი არის პუტინის მოქმედების შედეგი. ჩვენ ავაშენეთ არმია და თქვენ ემალებოდით ამ არმიას. თქვენ ამცირებდით უკრაინას. ჩვენ უფრო მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ბოლო 25 წლის განმავლობაში“ – აღნიშნა პოროშენკომ.
ზელენსკის საპასუხოდ თქვა, რომ ძალიან ბევრჯერ იყო ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში და არავის ემალებოდა.
„საჯარო ადამიანი ვარ. ნუთუ ვინმეს არ შეეძლო ჩემი ნახვა. თქვენ იტყუებით. არასდროს მისაუბრია პუტინთან. თქვენ კიდევ რამდენჯერმე ესაუბრეთ. მე ომის დაწყების შემდეგ რუსეთში არ ვყოფილვარ. თქვენ უნდა უპასუხოდ კითხვას, რატომ არის ომი და რატომ არ დასრულდა ამდენ ხანს. ასეთი მთავარსარდალი ხართ თქვენ“, – აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.