ვლადიმირ ზელენსკი - პატიმრების გაცვლა საშინელი ომის დასრულებისკენ პირველი ნაბიჯია
ვლადიმირ ზელენსკი - პატიმრების გაცვლა საშინელი ომის დასრულებისკენ პირველი ნაბიჯია

პატიმრების გაცვლა საშინელი ომის დასრულებისკენ პირველი ნაბიჯია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ კიევის ბორისპოლის აეროპორტში უკრაინელი პატიმრების დაბრუნების შემდეგ განაცხადა. ვლადიმირ ზელენსკის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტთან პირველი საუბარი 7 აგვისტოს ჰქონდა.

ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუს კოლეგასთან „ნორმანდიული ოთხეულის“ ფარგლებში უახლოეს მომავალში შეხვედრას იმედოვნებს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს შორის ორი სატელეფონო საუბარი შედგა, რის შემდეგაც, პირველი ნაბიჯი გადავდგით. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენს შორის შეხვედრა გაიმართება და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს საშინელი ომი დასრულდეს“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

რამდენიმე საათის წინ უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის პროცესი შედგა. პატიმრების გაცვლის პროცედურა 35-35-ის ფორმულის მოხდა. რას იმას ნიშნავს, რომ თითოეულმა მხარემ 35 პატიმარი გაათავისუფლა. მათ შორის არის 24 უკრაინელი მეზღვაური, რომლებიც რუსეთმა ქერჩის სრუტეში გასული წლის ნოემბერში დააკავა. ასევე, უკრაინელი რეჟისორი, ოლეგ სენცოვი, რომელსა რუსეთის სასამართლომ 2015 წელს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აშშ-ი და ევროკავშირი მის პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდნენ.

დატოვე კომენტარი