ვლადიმირ ვაისი - კვირკველიას ლესტერი იწვევდა, ლოკომოტივი კი ახალ კონტრაქტს სთავაზობს
ვლადიმერ ვაისმა მოსკოვის ლოკომოტივის ქართველ მცველ საბა კვირკელიაზე რუსულ გამოცემა იზვესტიასთან ილაპარაკა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მოთამაშეს კარიერის ინგლისში გაგრძელების შანსი ჰქონდა.
„ვიცოდი, რომ საბას ლესტერის შეთავაზება ჰქონდა. ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, ბევრი ფეხბურთელია, რომლებიც ინგლისში ან ესპანეთში თამაშზე ოცნებობენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც რუსეთში გამოსვლა სურთ. კვირკველია ერთ-ერთი მათგანია“ – ამბობს ვაისი.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა კვირკველიასთვის რთული პერიოდი გაიხსენა:
„მან რთული გზა გაიარა. ყაზანის რუბინში რთული დრო ჰქონდა, როდესაც ყოველთვის არ თამაშობდა. ახლა ის, ჩემი აზრით, რუსეთის პრემიელრიგის ბოლო სეზონის საუკეთესო ცენტრალური მცველია. მე მისით ძალიან კმაყოფილი ვარ: კვერკველია კარგი ადამიანი და დიდი ფეხბურთელია. მისი თქმით, კლუბი ახალ კონტრაქტს სთავაზობს. ეს ნიშნავს, რომ ლოკომოტივში საბას აფასებენ და პატივს სცემენ“.
ვაისის თქმით, კვირკველიას ინგლისში თამაშის პოტენციალი გააჩნია:
„ის ფაქტი, რომ მას ლესტერმა კონტრაქტი შესთავაზა, საბასთვის კარგი რეკლამაა. მას აქვს ყველა მონაცემი, ინგლისში რომ გადავიდეს: კარგად თამაშობს თავით და მისი გაბარიტების გათვალისწინებით, საკმაოდ კარგი სისწრაფე გააჩნია. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უელსის წინააღმდეგ ვითამაშეთ და გერეთ ბეილმა მისი დაჩაგვრა ვერ მოახერხა. ეს მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება და საბაზე ბევრს მეტყველებს“.