ვლადიმირ ვაისი - ხორვატიასთან შეტევაში ხარისხი დაგვაკლდა
ვლადიმირ ვაისი - ხორვატიასთან შეტევაში ხარისხი დაგვაკლდა
ქალაქ პულაში ხორვატიის წინააღმდეგ გამართული წლის ბოლო ამხანაგური მატჩი (1:2) ვლადიმირ ვაისმა შეაფასა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მეტოქის სიძლიერეს გაუსვა ხაზი.
 
„საინტერესო ამხანაგური შეხვედრა გამოვიდა, მაღალი დონის მეტოქე გვყავდა. ხორვატიას ბევრი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს თამაშობენ. შეხვედრა კარგად დავიწყეთ, გოლიც გავიტანეთ, თამაშსაც ვაკონტროლებდით, მაგრამ ორი გოლი გავუშვით და დავმარცხდით. პირველ ნახევარში ჯიღაურს ჰქონდა გოლის გატანის 100 პროცენტიანი შანსი, 2-3 მომენტი მეორე ტაიმშიც გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ და ხორვატიამ 2:1 მოიგო. ვფიქრობ, რომ შეტევაში ცოტა გამოცდილება და ხარისხი დაგვაკლდა და ამიტომ დავმარცხდით“ – ამბობს ვლადიმირ ვაისი.
​ხორვატიასთან მატჩით საქართველოს ნაკრებმა 2019 წელს გამოსვლა დაასრულა. ეს ვლადიმირ ვაისის გუნდისთვის გენერალური რეპეტიცია იყო ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩისთვის – საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსს 2020 წლის 26 მარტს უმასპინძლებს.