ჯანო ანანიძე საქართველოსა და ლიტვის ნაკრებების ამხანაგური მატჩის დროს დაშავდა. „ჯვაროსნებისა“ და მოსკოვის „სპარტაკის“ შემტევი ნახევარმცველის ტრავმაზე ცნობილ გამოცემა „სპორტ-ექსპრესთან“ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ილაპარაკა.
„ჯანოსთვის ეს სპორტული ტრაგედიაა და ძალიან ვწუხვარ. ის ნაკრების შეკრებაზე შესანიშნავად ვარჯიშობდა, ბედნიერი იყო, რომ ითამაშებდა და ეს ძალიან უნდოდა. ტრავმა შემთხვევით მოუვიდა – გადაცემის დროს ბალახზე ფეხი ცუდად დაადგა და ბურთს ძალიან ძლიერად დაარტყა. მაშინვე ვერ მიხვდით, რომ მუხლების პრობლემა იყო, რადგან ეს სათადარიგოთა სკამიდან შორს მოხდა. იმედი მქონდა, რომ მხოლოდ მსუბუქი დაზიანება იყო, რომ ჯანოს ფეხი მოარტყეს. მაგრამ მითხრეს, რომ ხმამაღლა ყვიროდა და ექიმმა მაშინვე ივარაუდა, რაც შეემთხვა. ჯანო გასახდელში ტიროდა. საავადმყოფოში წაიყვანეს და იქ ყველაფერი დადასტურდა – ჯვარედინი მყესები დაუზიანდა“, – ამბობს ვაისი.