საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უეფას ერთა ლიგის პლეი ოფში წილისყრის შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს ისტორიული შესაძლებლობა მიეცა – ინფორმაციას ტვიტერზე უეფა-ს გვერდი ავრცელებს.
D ლიგის ნახევარფინალში საქართველო ითამაშებს ბელარუსთან, ხოლო ამ წყვილის გამარჯვებული ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის საუკეთესოს საკუთარ მოედანზე მიიღებს. საბოლოოდ, D ლიგის გამარჯვებული 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
„ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი და ისტორიული შესაძლებლობა ქართული ფეხბურთისთვის. მომენტი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია გადავწეროთ მისი ისტორია“ – ვაისის ეს სიტყვები უეფას ოფიციალურ „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა.