სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, უკრაინელმა ვლადიმირ კლიჩკომ უარყო ჭორები პროფესიულ კრივში დაბრუნებაზე და განაცხადა, რომ სხვა სფეროში მოღვაწეობა აქვს ჩაფიქრებული.
„გადავწყვიტე სამუდამოდ გამოვეთხოვო კრივს და სხვა საქმე ავირჩიო. არასოდეს მეგონა, რომ ენტონი ჯოშუასთან წაგება ჩემთვის გამარჯვების ტოლფასი გახდებოდა. უამრავი მოგება მქონია, მაგრამ „უემბლიზე“ ჩატარებული ამ ბრძოლის შემდეგ გავაცნობიერე ყველაზე მნიშვნელოვანი. მე მიჩვეული ვარ იმაზე ფიქრს, რომ წაგება ჩემთვის არ შეიძლება არსებობდეს. წაგება – არ არის ვარიანტი. მაგრამ მე დღეს ვიცი, რომ ასეთი წაგება – ესეც ვარიანტია“, – მოჰყავს უკრაინელის სიტყვები ბრიტანულ გაზეთ „სანს“ (The Sun).
აღვნიშნავთ, რომ ვლადიმირ კლიჩკოს კარიერაში ხუთი წაგება აქვს. 2017 წელს, ის ბრიტანელმა ენტონი ჯოშუამ დაამარცხა და ამის შემდეგ, უკრაინელმა დაასრულა კარიერა.