ტაისონ ფიურის ვლადიმირ კლიჩკოს დამარცხების შემდეგ თავის მოკვლა უნდოდა
ტაისონ ფიურის ვლადიმირ კლიჩკოს დამარცხების შემდეგ თავის მოკვლა უნდოდა

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ ჟურნალისტებს მოუყვა იმ მძიმე დეპრესიის შესახებ, რომელიც 2015 წელს, უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკოს დამარცხების შემდეგ დაეწყო.

„ერთხელ, ღამით გამეღვიძა და გავიფიქრე, რომ დღეს ყველაფერს წერტილი დაესმებოდა. ამის შემდეგ ჩავიცვი და ავტომობილით ხიდის მხარეს წავედი. მინდოდა, ძალიან დიდი სიჩქარით დავჯახებოდი მოაჯირს. უბრალოდ, ცხოვრების გაგრძელების არანაირი მოტივი აღარ მქონდა. მაგრამ, ხიდისკენ გზად ხმა გავიგონე, რომელიც მეუბნებოდა, რომ ეს არ გამეკეთებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ საქციელით ჩემს ოჯახს ცხოვრებას დავუნგრევდი. ამის შემდეგ, მოვატრიალე ავტომობილი და გავიფიქრე: „კარგი, ახლა ან არასოდეს. რაც შეიძლება მალე უნდა დავუბრუნდე ნორმალურ ცხოვრებას”, – განაცხადა ფიურიმ.

შეგახსენებთ, რომ ბრძოლა ვლადიმირ კლიჩკოსა და ტაისონ ფიურის შორის 2015 წლის 28 ნოემბერს გაიმართა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში. მაშინ ბრიტანელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.