ვლადიმირ კლიჩკომ რინგზე დაბრუნების შესახებ მიანიშნა
ვლადიმირ კლიჩკომ რინგზე დაბრუნების შესახებ მიანიშნა

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმ,ა ვლადიმირ კლიჩკომ არაორაზროვნად მიანიშნა, რომ მზად არის კიდევ ერთი ბრძოლის ჩასატარებლად იმის მიუხედავად, რომ კარიერა ორი წლის წინ დაასრულა.

უკრაინელმა მოკრივემ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა სამი სხვადასხვა პოსტი და თითოეულში ჰკითხა თავის ხელმომწერებს – საინტერესო იქნება თუ არა მათთვის ბრძოლა ენტონი ჯოშუას, ტაისონ ფიურის ან დეონტეი უაილდერის წინააღმდეგ.

ამ მომენტისთვის, ყველაზე მეტი ხმა მიიღო ფიურიმ – 17.2 ათასი მოწონება ჰქონდა, მეორეზეა უაილდერი (6.6 ათასი), მესამეზე – ჯოშუა (5.1 ათასი).

შეგახსენებთ, რომ კლიჩკომ წასვლის შესახებ 2017 წლის აგვისტოში, ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გამოაცხადა – ჯერ ფიურისთან და შემდეგ ჯოშუასთან. 43 წლის უკრაინელს კარიერაში 64 მოგება (54 – ნოკაუტით) და ხუთი წაგება აქვს.